-
|
|
IP112 IP ტელეფონი
Practical IP Phone with HD Audio Quality and functional features
|
-
IP112 IP ტელეფონი თავსებადია Karel IP PBX-თან და სხვა SIP პროდუქტებთან და უზრუნველყოფს უწყვეტ კომუნიკაციას ყველგან, სადაც ინტერნეტზე წვდომაა შესაძლებელი. მას გააჩნია ესთეთიკური დიზაინი, აუდიოს მაღალი ხარისხის, მთლიანად დუპლექსური უხელო რეჟიმი და სხვა მრავალი ფუნქციები.
-
- მობილურ ან დაშორებული ოფისის მომხმარებელს, ინტერნეტის მეშვეობით შეუძლია გახდეს მთავარი ოფისის აბონენტი IP ტელეფონის იმ აპლიკაციების მეშვეობით, რომლებსაც უზრუნველყოფს Karel-ის IP PBX-ები
- IP ტელეფონის აპლიკაციები, რომლებიც გამოიყენებიან ფილიალების მქონე კომპანიებში, უზრუნველყოფენ საკომუნიკაციო დანახარჯების დიდ ეკონომიას და იძლევიან ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს სისტემაში შეღწევის შესაძლებლობას
- Karel IP112 IP უკავშირდება Karel-ის IP PBX-ებს SIP პროტოკოლის მეშვეობით. ტელეფონს გააჩნია G.711, G.729, G.723, G.722 და G.726 აუდიო კოდეკების მხარდაჭერა. IP ტელეფონები "თავისუფალი ხელის" (handsfree) ფუნქციით და საყურისის გამოსასვლელით, შეიძლება გამოყენებული იქნეს ქოლცენტრებისთვისაც.
- IP112 უზრუნველყოფს HD აუდიო ხარისხს (ფართოზოლოვანი G.722 HD აუდიო კოდეკი).
- ერთი ქსელის კაბელის გამოყენებით და IP112 -ში არსებული 2 პორტიანი ethernet-ის სვიჩის წყალობით, ტელეფონს შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან ერთად. PoE მხარდაჭერის წყალობით, IP112-ს შეუძლია იმუშაოს ქსელის ადაპტერის გარეშეც, თუ ქსელში გამოიყენება შესაბამისი აპარატურა
- ხშირად გამოსაყენებელი ფუნქციები ადვილად ხელმისაწვდომია ისეთი სპეციალური ფუნქციონალური ღილაკების გამოყენებით, როგორებიცაა: შეტყობინების, საყურისის, გადაცემის, თავიდან აკრეფის და ხმამაღლამოლაპარაკის ღილაკები. შეტყობინების ნათურა აფრთხილებს აბონენტს ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას შესახებ
-
- SIP-ის მხარდაჭერა
- HD აუდიო ხარისხი
- XML სატელეფონო წიგნის მხარდაჭერა
- 3 აქტიური ხაზის (ექაუნთი - accounts) ერთდროული მხარდაჭერა
- 132x64 გრაფიკული თხევადკრისტალური დისპლეი (LCD)
- 4 რბილი ღილაკი ეკრანზე ნაჩვენები ფუნქციებისათვის
- 3 ხაზის ღილაკი, ნავიგაციის ღილაკები და OK ღილაკი დადასტურებისთვის
- გამომძახებლის ID
- G. 729A, G.729B, G. 723, G. 726, G.711, G.722 კოდეკების მხარდაჭერა
- აუდიო შიფრირება და უსაფრთხოების პაროლი sRTP და MD5-ით
- დაცული კომუნიკაცია UDP/TCP/TLS-ის მახარდაჭერით
- 2 ethernet-ის საკომუტაციო პორტი
- 3-მონაწილის კონფერენცია
- საყურისის გამოსასვლელი და საყურისის მართვის ღილაკი
- მთლიანად დუპლექსური, "ხელისგარეშე" გამოძახება
- ხმამაღლობის რეგულირების ღილაკი
- შეტყობინების ინდიკაციის შუქდიოდიLED
- სატელეფონო წიგნი 300 ჩანაწერზე
- თარიღის და დროს ჩვენება
- თავიდან აკრეფა
- შემომავალი გამოძახების შეზღუდვა
- არ შემაწუხო
- გამოძახების პარკირება
- გადამისამართება
- გადაცემა
- მომხმარებლის პარამეტრები შეინახება კვების გამორთვის დროსაც