სპილენძის ქსელი
დიდი გამტარუნარიანობა და გადაცემის მაღალი სიჩქარე
დღეისათვის ქსელს უნდა შეეძლოს დააკმაყოფილოს მუდმივად მზარდი მონაცემების გადაცემის მოთხოვნა. ქსელის ოპერატორებს და მომხმარებლებს სჭირდებათ უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე არხები და გადაცემის სიჩქარის გაზრდა. TE აწარმოებს მაღალი ხარისხის სპილენძის საკაბელო ქსელის კომპონენტებს, რომლებიც იდეალურად მიესადაგება ამ მზარდ მოთხოვნებს. ჯერ კიდევ დასწყისიდან, TE-ში ამჟამად შემავალი ყოფილი KRONE-ს კომპანია ლიდერი იყო საკაბელო შემაერთებლების სფეროში.
TE მოწყობილობების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დამაჯერებლად გადაჭრათ, სულ უფრო მზარდი რაოდენობის მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები ისეთ ქსელებში როგორებიცაა: კლასიკური ტელეფონია, ISDN, ADSL, VDSL, საკაბელო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ქსელი. გარდა ამისა, TE-ს ხარისხი უზრუნველყოფს თქვენი მომხმარებლების მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას. TE-ს სპილენძის შემაერთებლების გადაწყვეტები განკუთვნილია: სწრაფი, დაცული და საიმედო მონაცემთა გადაცემის ქსელებისათვის.
TE-ს სპილენძის ქსელის გადაწყვეტები გთავაზობთ: კარადებს, სამონტაჟო ყუთებს და ქუროებს, დაცვის სისტემებს, გაფართოების მოდულებს, მონაცემთა შენახვის პროდუქტებს, ციფრულ შემაერთებლებს, ავტომატურ შემაერთებლებს, სპლიტერებს, და დამასრულებელ მოდულებს. მათ ყველას ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი უზრუნველყოფენ გადაცემის სიჩქარის ოპტიმალურობის გარანტიას, ქსელის შესანიშნავ ხარისხს და მის დიდ გატარუნარიანობას. ამ მოწყობილობებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ, ერთ წყაროზე დაფუძნებული მოქნილი და ეკონომიური ქსელი, საქსელო სერვისების სრული დიაპაზონის დაკმაყოფილებით.
![]() შემაერთებელი მოდულები |
![]() გამანაწილებელი კარადებიs |
დაცვის მოდულები |
აქსესუარები |
|||
|
|
|