Menu
ipv50   

 IPV50 IP PBX

 

ახალი თაობის IP PBX, რომელიც განკუთვნილია მცირე და საშუალო ბისნესისათვის
ipv50   

 IPV50 IP PBX

 

ახალი თაობის IP PBX, რომელიც განკუთვნილია მცირე და საშუალო ბისნესისათვის

რეზიუმე

  • IPV50 საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ IP, ციფრული და ანალოგური აბონენტები და ტერმინალები, რომლებსაც შეუძლიათ ასევე სხვა მსგავს სისტემებთან დაკავშირება დამატებითი ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე. ამიტომაც, შესაძლებელია PBX-ის ნებისმიერ აბონენტთან შეღწევა ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
  • დაშორებული ოფისებს/ფილიალებს შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებს და ფილიალებს შორის IP ხიდით დაკავშირებულმა ერთმა სისტემამ
  • IP კომუნიკაცია ხორციელდება IP ხიდის საშუალებით, იმისათვის რომ უზრუნველყოს საკომუნიკაციო ხარჯების გონივრული დანაზოგები
  • IPV50-ს შეუძლია 100 IP აბონენტის IP ხაზის მხარდაჭერა
  • TDM არხების ტევადობა შეიძლება გაფართოვდეს, 56 ხაზამდე ერთი სისტემისათვის და 184 ხაზამდე 3 სისტემისათვის

გამოყენება

უნიფიცირებული სტრუქტურა
IPV50 იძლევა უნიფიცირებული სისტემების შექმნის და რამდენიმე PBX-ის გაერთიანების შესაძლებლობას. გაერთიანებულმა სისტემებმა შეიძლება იმუშაოს, როგორც ერთმა მთლიანმა სისტემამ.
IP, ციფრულ, ISDN და ანალოგურ აბონენტებს შეუძლიათ სხვა მსგავს სისტემებთან დაკავშირება დამატებითი ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე. ფუნქცია, რომელიც იძლევა სხვადასხვა ადგილებიდან სისტემის აბონენტად გახდომის საშუალებას: სოფტფონის, IP ტელეფონის, ვიდეოტელეფონის, VoIP-ზე დაფუძნებული სმარტფონის, IP DECT და ანალოგური ტელეფონის საშუალებით, უზრუნველყოფს მოქნილობას და ეკონომიურობას.
PV50 ახდენს ისეთი სხვადასხვა მოწყობილობების ფუნქციების ინტეგრირებას ერთ სტრუქტურაში როგორებიცაა: PBX, IP-PBX, IP-კარიბჭე და სხვა. სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა მუშაობს Linux-ში და მას გააჩნია ღია პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე TAPI და CSTA მხარდაჭერა. ეს იძლევა, PBX-ში უკვე არსებული ფუნქციების გარდა, დამატებითი ფუნქციების ინტეგრირების საშუალებასაც.

IPV50 ახალი თაობის IP PBX -ს შეუძლია 100 IP აბონენტის და IP ხაზის მხარდაჭერა.

TDM არხების ტევადობა შეიძლება გაფართოვდეს, ერთი სისტემისათვის 56 პორტამდე და სამი სისტემისათვის 184 პორტამდე. როცა აუცილებელი ხდება ტევადობის გაზრდა, სისტემის გაფართოება ხდება შესაბამისი პლატების და ლიცენზიების დამატებით, PBX-ის შეცვლის გარეშე.
IPV50-ს გააჩნია სისტემური IP აბონენტების და SIP აბონენტების, ასევე, ხაზზე SIP და H.323 პროტოკოლების და ახალი თაობის აიდიო კომპრესიის ალგორითმების მხარდაჭერა. ასე რომ, ის უზრუნველყოფს მოქნილობას და სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების გამოყენებას.
პერიფერიული მოწყობილობები რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნენ DS200 სერიის IP საკომუნოკაციო სისტემებში:

  • სტანდარტული SIP და Karel SIP ტელეფონები
  • ვიდეო SIP ტელეფონები
  • WiFi SIP ტელეფონები
  • სმარტფონები
  • IP DECT სისტემები (IP DECT საბაზო სადგურები და IP DECT ყურმილები, რომლებიც იყენებენ SIP სასიგნალო პროტოკოლს)
  • სხვა ტერმინალები SIP მხარდაჭერით

IP კომუნიკაციის შესაძლებლობა
აბონენტების და PBX-ის ადგილმდებარეობა შეიძლება იყოს სხვადასხვა. აბონენტებს შეუძლიათ მუდმივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს IP ქსელის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს, IP ტელეფონის, IP სოფტ-ფონის, WiFi ტელეფონის, VoIP შესაძლებლობის სმარტ-ფონის და ა.შ. საშუალებით.

შესაძლებლობები დაშორებული ოფისებისათვის
კომპანიებში, რომლებსაც აქვთ ოფისები სხვადასხვა ადგილას, შესაძლებელია გახდეთ სათაო ოფისის სადგურის აბონენტი ნებისმიერი ადგილიდან დამატებითი მოწყობილობების გარეშე. ფილიალის აბონენტს შეუძლია დაუკავშირდეს სათაო ოფისის სადგურს, პირდაპირ, ინტერნეტის მეშვეობით, IP ტელეფონით, სოფტ-ფონით, WiFi ტელეფონით, IP DECT ტელეფონით ან VoIP შესაძლებლობის სმარტ-ფონით.
სისტემას ასევე გააჩნია WiFi და IP DECT აბონენტების მხარდაჭერის უნარი, როგორც სტანდარტული SIP აბონენტების. სხვადასხვა KAREL IPV50 PBX-ებს შეუძლიათ ერთმანეთთან დაკავშირება IP-ზე გაწერილი კოდური ნომრებით. ასე რომ, შესაძლებელია შეიქმნას კომპანიის საკომუნიკაციო ქსელი გაზრდილი ტევადობით.

ვიდეო გამოძახება
ყველა IP აბონენტს, რომელიც დაკავშირებულია IPV50 კავშირის სისტემებთან, ვიდეოტელეფონის, სპეციალური ვიდეო მოწყობილობის ან სმარტფონის საშუალებით, შეუძლია ვიდეო გამოძახების განხორციელება, როგორც შიდა, ასევე გარე IP აბონენტებთან.

მობილურობა
KAREL IPV50 IP სადგურის აბონენტებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუკავშირდნენ შიდა სააბონენტო ნომრებით, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა. კავშირი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ადგილიდან სისტემის ინტერნეტ აბონენტად გახდომით, IP ტელეფონით, სოფტ-ფონით, IP DECT, WiFi ტელეფონით ან VoIP შესაძლებლობის სმარტ-ფონით. ამ აბონენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ცენტრალიზებული აპლიკაცია. აგრეთვე, არსებობს ერთი ნუმერაციული გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ სისტემას.
IP DECT სისტემით, რომელიც შესაძლებელია ინტეგრირდეს სადგურთან, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ერთიდაიგივე ტელეფონი, აბონენტის ნომრის შეცვლის გარეშე, როგორც სათაო ოფისში, ასევე სხვა ნებისმიერ ადგილას, სატელეფონო სადგურში ინტეგრირებული საბაზო სისტემით, ინტერნეტის მეშვეობით.
ახალი თაობის VoIP შესაძლებლობის სმარტ-ფონი, მობილური აბონენტის აპლიკაციით, საშუალებას გაძლევთ ზარები განახორციელოთ, როგორც სადგურის IP აბონენტმა, უპასუხოთ შემომავალ ზარებს, მოუსმინოთ ხმოვან ფოსტას და გამოიყენოთ სადგურის ყველა სერვისი ისევე, როგორც IP აბონენტმა.
KAREL IPV50 IP სადგური საშუალებას აძლევს აბონენტებს იქონიონ უწყვეტი კავშირი და იყვნენ ხელმისაწვდომები ნებისმიერ ადგილას, ინტერნეტის საშუალებით, როგორც სადგურის აბონენტები სოფტ-ფონით ან VoIP შესაძლებლობის სმარტ-ფონით IP, 3G, WiFi ან XDSL კავშირით.

უნიფიცირებული კომუნიკაციის შესაძლებლობები
KAREL IPV50 IP სადგურის გადაწყვეტები უზრუნველყოფენ უნიფიცირებული კომუნიკაციის შესაძლებლობებს, მათ შორის: Voice-over-IP, fax-over-IP, გამოძახებების ჩაწერა, კონფერენცია, ვიდეო გამოძახება, თანაარსებობა, მყისიერი შეტყობინებები, დაშორებული აბონენტები და დაშორებული ოფისი.
ხმოვანი შეტყობინებები, გამოძახებების ჩაწერა და სისტემის შეცდომის შეტყობინებები შეიძლება გაიგზავნოს განსაზღვრულ e-mail მისამართზე, ინტეგრირებული ხმოვანი ფოსტის და e-mail აპლიკაციის დახმარებით. ამიტომაც, ამ სახის ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან.
KAREL IPV50 IP სადგური უზრუნველყოფს კონვერგენციულ გადაწყვეტებს ფიქსირებული ხაზისათვის და მობილურ კავშირს მობილური აბონეტებისთვის სმარტ მობილური ტელეფონით. რადგანაც ყველა VoIP შესაძლებლობის მქონე მობილური ტელეფონი,მობილური აბონენტის პროგრამით, შეიძლება განისაზღვროს, როგორც სისტემის აბონენტი, ამ აბონენტებს შეუძლიათ უპასუხონ შემომავალ ზარებს ასეთი ტელეფონებიდან, მოუსმინონ თავიანთ ხმოვან ფოსტას და გამოიყენონ სადგურის ყველა სერვისი, როგორც IP აბონენტებმა.

თანაარსებობა
თანაარსებობა საშუალებას აძლევს სხვა აბონენტებს, რომ დაინახონ: ეს აბონენტი ხელმისაწვდომია, დაკავებულია, ონლაინ/ოფლაინ რეჟიმშია, თუ გააჩნია მის მიერ არჩეული ტექსტის შეყვანის სპეციალური სტატუსი. თანაარსებობის ფუნქციის მეშვეობით შესაძებელია შეირჩეს სასურველ აბონენტთან შეღწევის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდი. IPV50 PBX-ის ყველა აბონენტს შეუძლია მარტივად მოახდინონ ერთმანეთის ბიზნესმონიტორინგი.

მყისიერი შეტყობინება
მყისიერი შეტყობინება აძლევს აბონენტებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას მყისიერი ტექსტური შეტყობინებების საშუალებით. ამიტომაც, e-mail-ისაგან განსხვავებით კომუნიკაცია ხორციელდება მყისიერად, დაყოვნების დროის გარეშე.

დეტალები

PBX სერვისები

  • შეტყობინებების ყუთი დაკავებული ან უპასუხო ზარებისათვის
  • გამოტოვებული შეტყობონებების ჩაწერა
  • ხმოვანი ფოსტის მოსმენა
  • აბონენტისათვის შეტყობინების დატოვება
  • შეჭრა
  • უკუგამოძახება
  • გამოძახების პარკირება
  • გამოძახების გადამისამართება
  • ვრცელი(Extensive) გამოძახების გადამისამართება
  • გამოძახების მითვისება
  • ჯგუფური გამოძახების მითვისება
  • კონფერენცია
  • საკონფერენციო ოთახი
  • კონფერენციიდან მოხსნა
  • გამოძახების ჩაწერა
  • ყოველთვიური დროის პარამეტრები
  • გამოძახების დროის შეზღუდვა
  • ავტომატური თავიდან აკრეფ
  • გარე ხაზზე მარკირებული შეღწევა
  • გარე ხაზიდან მოხსნა საუბრის დროს
  • არ შემაწუხო
  • ხელმძღვანელი-მდივნის სერვისი
  • ღამის რეჟიმზე გადართვა
  • ნომრის შეყვანა საერთო ფონდში
  • საერთო ფონდიდან დარეკვა
  • ნომრის შეყვანა პირად ფონდში
  • პირადი ფონდიდან დარეკვა
  • პროგრამირება
  • ავტორიზაციის გადაცემა
  • CLIR
  • COLR
  • კარის გაღება
  • საათის დაყენება
  • თარიღის დაყენება
  • პაროლის შეცვლა
  • ტელეფონის ჩაკეტვა
  • შეხსენება
  • შეხსენება შეტყობინებით
  • გაღვიძება
  • საყურისის მომხმარებელი
  • შეურაცმყოფელი გამოძახებები
  • მთლიანი გადასახადის ჩამონათვალიTotal charging list
  • ჩანაწარების წაშლა გამოძახების ჩანაწერებიდან from call records
  • აბონენტის გამოძახებების ჩანაწერის ჩამონათვალი
  • გამოძახების ჩაწერის შეწყვეტა
  • გამოძახებების ჩანაწერის მთვლელის განულება

პროდუქტთან ერთად შემოთავაზებული გადაწყვეტები

  • ციფრული ISDN-U ტელეფონის კომპლექტი: NT30D სერია*
  • სტანდარტული SIP ტელეფონი: IP1XX სერია
  • IP ვიდეოტელეფონები
  • WiFi სისტემები და ყურმილები
  • სოფტ-ფონი : YT500
  • IP DECT სისტემები და ტერმინალები
  • GSM Gateway მოწყობილობები: GT10M-P
  • როუტერი და VoIP Gateway სისტემები
  • ანალოგური ტელეფონები
  • Net-კონსოლი (CTI)
  • Net-CM გამოძახებების დეტალური ჩაწერის პროგრამა
  • WebCM Web–ზე დაფუძნებული გამოძახებების დეტალური ჩაწერის პროგრამა*
  • სერიული პრინტერი

გადაწყვეტები

Web-ზე დაფუძნებული მართვა
IPV50 გააჩნია web სერვერი, რომელიც შეიძლება მართოდ მოხერხებულად ნებისმიერი ადგილიდან. ამიტომ იგი ამცირებს მხარდაჭერის და შენახვის ხარჯებს. აბონენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ "პირადი თანაშემწის" web ინტერფეისს თავიანთი პირადი მომხმარებლის კოდით, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლებამოსილების დონე, როგორც მომხმარებლის, ოპერატორის ან ადმინისტრატორის პაროლები. მათ შეუძლიათ შეცვალონ პარამეტრები, პირადი გადამისამართების პარამეტრები, ხმოვანი ფოსტის პარამეტრები და თავიანთი საკუთარი სატელეფონო წიგნი პირადი უფლებამოსილების დონეზე. მობილურ აბონენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სისტემას ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის არის ინტერნეტ კავშირი. მათ აგრეთვე შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი პერსონალური პარამეტრები.
KAREL IPV50 შეიძლება მართოდ დისტანციურად და მისასალმებელი შეტყობინებები და განცხადებები შეიძლება შეიცვალოს როგორც DDIVR –ზე, ასევე უფასოდ ჩამონტაჟებულ EIVR–ზეც. რადგან ყველა კორექტირება და ატვირთვა შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად, ცვლილებები მოქმედებაში მოდის გაცილებით სწრაფად და ნაკლები დანახარჯით.
დისტანციური მართვა ზრდის მომსახურების სიჩქარეს და ამცირებს დანახარჯებს.

ავტო თანმხლების და ხმოვანი ფოსტის შესაძლებლობები
IPV50 გთავაზობთ გაძლიერებულ ავტო მოპასუხისა და ხმოვანი ფოსტის მომსახურებას 8 არხიანი LEVM ბარათით და DDIVR აპლიკაციით. ზარები გადამისამართდება მისასალმებელ და მომსახურების შეტყობინებებთან, რომლებიც ჩატვირთულია LEVM ბარათზე. ხმოვანი ფოსტა შეიძლება გადაიგზავნოს აბონენტების e-mail მისამართებზე, შესაბამისად, შეტყობინებები ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტ კავშირის მეშვეობით. შესაძლებელია ზარები გადამისამართდეს ოპერატორის "საფოსტო ყუთში" (mailbox) და აგრეთვე, ოპერატორს e-mail–ზე, ხმოვანი ფოსტით, შეიძლება გაეგზავნოს ნებისმიერი წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთი, თუ სისტემა ჩართულია ღამის რეჟიმში. სპეციალურად შექმნილი ხელსაწყოების გამოყენებით, სადგურში ჩატვირთული მისასალმებელი სცენარების გარდა, შესაძლებელია დამზადდეს შეცვლადი სცენარებიც.
როდესაც სისტემაში არის LEVM ბარათი, ავტო მოპასუხის ფუნქცია აბონენტებისათვს წარმოდგენილია ინტეგრირებული ავტო მოპასუხის (EIVR) აპლიკაციით, რომელიც ჩამონტაჟებულია IPV50 პროგრამულ უზრუნველყოფაში(software). არსებობს სხვადასხვა სცენარები ავტომოპასუხიდან მომავალი ზარებისათვის, როგორებიც არის მისასალმებელი შეტყობინება, დაკავებაა, არ პასუხობს, ოპერატორი დაკავებულია, არ არის რეგისტრირებულისისტემაში და გაუქმებულია. EIVR და DDIVR აპლიკაციები შეიძლება იმართებოდეს დისტანციურად web–ზე დაფუძნებული მართვის ინტერფეისით და ყველა პარამეტრები, ისევე, როგორც ატვირთვები შეიძება შესრულდეს დისტანციურად. ამგვარად, ცვლილებები შეიძლება გაკეთდეს გაცილებით სწრაფად ნაკლები დანახარჯით. სისტემის შეტყობინებების ენა და მიმდინარე შეტყობინება შეიძლება შეიცვალოს და დაემატოს ახალი ენა.

გამოძახების ჩაწერის შესაძლებლობები
სისტემაში ინტეგრირებული ავტომატური ხმის ჩაწერის ფუნქცია ჩაიწერს ზარებს სასურველი პორტიდან დამატებითი მოწყობილობების გარეშე. ეს ზარები შესაძლებელია გაიგზავნოს შესაბამისი პორტის e-mail მისამართ(ებ)–ზე ან ჩაიწეროს NFS–ის მეშვეობით. ამავე დროს, აბონენტებს შეუძლიათ ჩაიწერონ თავიანთი ზარები, მათი მონიშვნით, სანამ საუბრობენ და მიიწონ ჩანაწერები e-mail–ით საუბრის დამთავრების შემდეგ.

კომპიუტერული ტელეფონიის ინტეგრაცია (CTI)
IPV50 კავშირის სისტემების გამოყენებას ამარტივებს კომპიუტერული ტელეფონიის ინტეგრაციის ფუნქცია, რომელიც ახდენს სატელეფონო ფუნქციების და არსებული ბიზნეს აპლიკაციების ინტეგრირებას. CTI-ის მხარდამჭერი სერვერი ინტეგრირებულია IPV50–ის საკომუნიკაციო სისტემებში. ამასთან, PC/სასერვერო მოწყობილობა აუცილებელი არ არის. Net-Console პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა საშუალებას, ავამოქმედოთ სისტემის CTI ფუნქციები პერსონალური კომპიუტერიდან, როგორც ანალოგური, ასევე ციფრული აბონენტებისათვის.

გამოძახებების რეგისტრაციის პროგრამული უზრუნველყოფა
გამოძახებების რეგისტრაციის პროგრამული უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო დანახარჯების კონტროლის გზით, იძლევა მათი შემცირების შესაძლებლობას. IPV50 საკომუნიკაციო სისტემებს შეუძლიათ გამოძახებების შეფასება რეგისტრაციის ინფორმაციის და ასევე, გასაზომი იმპულსების დეტექტირების და პოლარობის ცვლილების ფუნქციების გამოყენებით. Net-CM აპლიკაცია უზრუნველყოფს გამოძახებების ჩანაწერების გადაცემას ქსელის ნებისმირ კომპიუტერზე, გამოძახებების ღირებულების განსაზღვრის და სხვადასხვა ანალიზისათვის.
Web-ზე დაფუძნებული Web-CM აპლიკაციის გამოყენებით, შესაძლებელია გამოძახებების სრული და კონკრეტული აბონენტის რეგისტრაციის ჩამონათვალის ნახვა და გადმოწერა სხვადასხვა PBX-ებიდან ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს.

ყველაზე იაფი მარშრუტი (LCR)
IPV50 კავშირის სისტემებს, LCR-ის ფუნქციის გამოყენებით, შეუძლიათ პირდაპირი გარე გამოძახების განხორციელება იმ მარშრუტით, რომელიც ამ მომენტში ყველაზე იაფია. ასე რომ, LCR ფუნქცია უზრუნველყოფს საკომუნიკაციო დანახარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას.
ალტერნატიული მარშრუტის ფუნქცია იძლევა გამოძახების სხვა მარშრუტით განხორციელების საშუალებას, თუ ის ვერ შესრულდა პირველად არჩეული მარშრუტით. საერთოდ, IP ოპერატორების გამოძახებების მარშრუტიზაცია IP გარე ხაზებზე უზრუნველყოფს საკომუნიკაციო დანაზოგების მაღალ დონეს.
შემომავალი ზარები შეიძლება გაიფილტროს ნომრის ამომცნობის ინფორმაციის მიხედვით, შემომავალი გამოძახებების ფილტრით და ზარები შეიძლება მიიმართოს სასურველ აბონენტთან.

კონფერენცია
კონფერენციის ფუნქცია წარმოადგენს მრავალ მონაწილიან სასაუბრო პლატფორმას აბონენტებისათვის. 4 აბონენტს შეუძლია განახორციელოს 4 სხადასხვა კონფერენც ზარი ერთდროულად. ეს პლატფორმა საშუალებას იძლევა კონფერენც ზარში ჩაერთონ მონაწილეები დაშორებული ადგილებიდან, რაც ამცირებს შეხვედრების ხარჯებს და დროს.

საკონფერენციო ოთახი
ბონენტებს კონფერენც გამოძახებებისას შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი "საკონფერენციო ოთახები", რომლებიც შეუძლიათ დააკონფიგურირონ და მართონ პერსონალურად, უფრო კონტროლირებადი და მრავალმონაწილიანი კონფერენციის მოსაწვევად.

მომსახურების ხარისხის (QoS) მხარდაჭერა
თუ, სწრაფად მზარდი კორპორატიული ქსელის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების გამო, ერთი და იგივე ქსელის ინფრასტრუქტურა გამოიყენება, როგორც აუდიო ასევე მონაცემთა კავშირისათვის, მაშინ IPV50 სადგურის მომსახურების ხარისხის მხარდაჭერა (QoS) უზრუნველყოფს აუდიო ხარისხის უწყვეტობას, ქსელის მონიტორინგისა და საჭირო უსაფრთხოების ზომების მიღებით.

Firewall
Firewall (ფაირვოლი) იცავს სისტემას SIP შემოტევისაგან და უზრუნველყოფს კომუნიკაციის დაცულობას.

დაშიფრული გამოძახებები
სტანდარტული sRTP/TLS კოდირება უზრუნველყოფს აუდიო კავშირის უსაფრთხოების მაღალ დონეს VPN-ის ინსტალაციის გარეშე.

მაღალი აუდიო ხარისხი
IPV50 უზრუნველყოფს საუკეთესო აუდიო ხარისხს, რომელიც მიიღწევა სტანდარტული ტერმინალებით, HD აუდიო მხარდაჭერით და Karel HD ტერმინალებით, პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული აუდიო ალგორითმების დახმარებით./span>

ცენტრალური სატელეფონო წიგნი
IPV50 –ის საერთო მეხსიერებაში შეიძლება დამახსოვრდეს 1 000 ტელეფონის ნომერი. საერთო მეხსიერება ხელმისაწვდომია ყველა ავტორიზებული აბონენტისათვის, თუმცა მეხსიერებაზე წვდომა შეიძლება შეეზღუდოს აბონენტს ავტორიზაციის დონის მიხედვით.

უწყვეტი VoIP კავშირი და სტაბილური აუდიო ხარისხი
IPV50 უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს და სტაბილურ აუდიო ხარისხს VoIP აპლიკაციაში. სადგურს გააჩნია შესაძლებლობა აღმოაჩინოს დანაკარგების პაკეტი, რომელიც გამოწვეულია გარეშე მიზეზებით და გადაამისამართოს კავშირი ალტერნატიულ მარშრუტზე* (e.g. PSTN), მანამ, სანამ დამაკმაყოფილებელი ხარისხი არ იქნება მიღწეული, იმისათვის, რომ უზრუნველყოს სტაბილური აუდიო ხარისხი. ალტერნატიული მარშრუტი შეიძლება განისაზღვროს კავშირის ან მომსახურების ხარისხის, ან ორივეს მიხედვით, VoIP გარე ხაზებისათვის.

სპეციფიკაციები

საწყისი ტევადობა - 0/0
მოდულების ბუდეების რაოდენობა - 7
ტევადობა – 56 TDM პორტი (მაქ. 26 ციფრული პორტი)
ტევადობა (IP) – 100 IP პორტი
56 ციფრული და ანალოგური ხაზი (მაქ. 24 ციფრული ხაზი)
IP ტევადობა - 100 ხაზი

ძირითადი მახასიათებლები

  • RISC არქიტექტურა, POWERPC (80 MIPS)
  • ჩაშენებული რეალურ დროში მომუშავე LINUX სისტემა
  • ბლოკირების გარეშე სისტემა კომუტაციის ტევადობით 256x256
  • ტევადობის გაზრდა აბონენტების დამატებით ან VoIP დაშორებული სისტემებით
  • SIP proxy სერვერი
  • H323 მაგისტრალი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს SIP -თან ერთად
  • IP ტელეფონები, სოფტფონები, ვიდეოტელეფონები, IP DECT და ყველა ტერმინალი SIP -ია მხარდაჭერით
  • იდეალური აუდიო ხარისხი HD ტერმინალებთან ერთად
  • აუდიო ხარისხის მხარდაჭერა
  • G.711 A/U, G.729AB, G.723.1 და iLBC კოდეკების მხარდაჭერა
  • T.38 IP ფაქსის მხარდაჭერა*
  • 8-არხიანი ჩაშენებული ავტო-თანმხლები (მოპასუხე)
  • 8-ხმოვანი ფოსტის არხი EVM50 მოდულით (არჩევითი)
  • ხმოვანი ფოსტა-e-mail -ით
  • Web-ზე დაფუძნებული მართვა და ექსპლუატაცია
  • Net-CM -- გამოძახებების დეტალური ჩანაწერების სისტემის მხარდაჭერა
  • Web-CM – WEB-ზე დაფუძნებული გამოძახებების დეტალური ჩანაწერების სისტემის მხარდაჭერა
  • CTI პროგრამები სტანდარტული API-თ
  • (CSTA-XML, CCXML, VoiceXML, TAPI)
  • გამოყენებული პროგრამები Windows-თვის NT/2000/XP და Linux-თვის
  • 19" მეტალის კორპუსი 3U სიმაღლით
  • მონტაჟი 19” კარადაში ან კედელზე

მეტელის კორპუსისთვის
ატმოსფერული პირობები:
0 C° -დან +40 C° -მდე, 10% -დან 80% -მდე არაკონდენსირებული სინესტე
ზომები:
36.5 სმ (d) x 11 სმ (h) x 42 სმ (w)
წონა:
6 კგ.
პლასტმასის კორპუსისათვის
ატმოსფერული პირობები:
0 C° -დან +40 C° -მდე, 10% -დან 80% -მდე არაკონდენსირებული სინესტე
ზომები:
16.2 სმ (d) x 59 სმ (h) x 30 სმ (w)
წონა:
4.5 კგ.

ლიტერატურა

PDF downlaod3

     IPV50 PBX System . . . > >

სატელეფონო სისტემები

Go to top