Menu

IP TV მოწყობილობები

ლეპტოპების, მობილურების, ტაბლეტების, სმარტ TV-ს და სხვა ვიდეო მოწყობილობების შემოღწევამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, წარმოშვა ვიზუალური კონტენტის შემცველი სიგნალების შენობების ლოკალურ კომპიუტერულ ქსელებში გადაცემის აუცილებლობა. ინტერნეტ პროტოკოლზე დაფუძნებულ ტელევიზიას (IPTV) გააჩნია კომპიუტერულ ქსელებში განაწილების მოქნილი შესაძლებლობები და უზრუნველყოფს დამატებით ინტერაქტიულ ფუნქციებს.

IPTV არის მედია კონტენტის, ვიდეოების ან სამაუწყებლო ტელევიზიის მიწოდება IP ქსელის საშუალებით. IPTV სათავო სადგურები (Headend), სხვა მოწყობილობები და პროგრამული გადაწყვეტები უზრუნველყოფენ სატელევიზიო სიგნალების IP ნაკადში გადაცემის (სტრიმირების) საშუალებას, როგორც DBS სატელიტებიდან, მიწისზედა ანძებიდან და საკაბელო TV (CATV) ქსელიდან, ასევე გარე DVB წყაროებიდან ASI ინტერფეისის საშუალებით.

IPTV სტრიმინგი გამოიყენება სატელევიზიო სიგნალების მისაწოდებლად: საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში, სასტუმროებში, სავადმყოფოებში, სტადიონებზე . . . და ხშირად ინტეგრირებულია ინტერაქტიულ სერვისებთან.

სასტუმროებზე და ზოგიერთ სხვა დაწესებულებებზე მორგებული სატელევიზიო სერვისების დანერგვის მიზნით, რეკომენდებულია თანამედროვე IPTV Hospitality სისტემები,რომლებშიც ინტეგრირებულია ინფორმაციული, გასართობი და სპეციფიკური სერვისების მიწოდება არსებული Ethernet ქსელის საშუალებით.

ეს უზრუნველყოფს სასტუმროს ბრენდინგის და შემოსავლების გაზრდას და აუმჯობესებს სტუმრების მომსახურების ხარისხს ისეთი სერვისების მიწოდებით, როგორებიცაა: დაშიფრული არხები, შეკვეთები, ადგილობრივი ამინდის პროგნოზი, ბილეთების დაჯავშნა, ოთახის მომსახურების სტატუსის განსაზღვრა და ბევრი სხვა.

 

IP სტრიმინგის დიაგრამა TERRA–ს აპარატურის გამოყენებით

shem3 .ka 

 

IPTV სისტემის დიაგრამა DIBSYS–ის აპარატურის გამოყენებით

 

Drawing1.ka

 


 

 

IPTV კარიბჭეები

 IPTV Gateway

24 FTA DVB-S2

       
მიმღები IP კარიბჭე
       


 DVB - IP  და HDMI - IP სტრიმირების სისტემები

sti440 lsdi480 l

sti440, sdi480

  sdi410C l

sdi410C, sti410C, sai410C, sda410C, sta410C, saa410C

   mhi430

mhi430

DVB-T/T2/C - IP მრავალარხიანი სტრიმერი
DVB-S/S2 - IP მრავალარხიანი სტრიმერი
 
DVB - IP სტრიმერი
ASI - IP სტრიმერი
 
სამმაგი HDMI - DVB-IP ენკოდერი


IP DVB მოდულატორები

 miq440 l

mig440, max440, mid420

       
ოთხ და ორ არხიანი IP - DVB მოდულატორები
       


 IP TV მიმღები, კვების ბლოკები და აქსესუარები

IF 442HD sm

IF-442HD

   UP413

UP413

   
IP სეთ-თოფ ბოქსი (Set-Top box)
 
DIN ფირფიტაზე დასამაგრებელი კვების მოდული
Go to top