სიახლე:
- ჩვენ შევქმენით ახალი ჰოსპიტალიტი TV-ის სერვერი „MTS-TV“, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ზომის სასტუმროს, სავადმყოფოს და ტურისტული ობიექტებისთვის. MTS-TV ის საშუალებით შესაძლებელია სამაუწყებლო ქსელის IP ნაკადის არსებული პროტოკოლების გარდაქმნა, სხვადასხვა IPTV სისტემების ინტეგრირება, VOD-ის (Video on demand - ვიდეო მოთხოვნით) ატვირთვა და სხვა ინტერაქტიული TV-ის ფუნქციების შესრულება. სერვერი განკუთვნილია Android TV ტელევიზორებთან სამუშაოდ, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს უარი თქვას ძვირადღირებული ტელევიზორების შესყიდვაზე, ჰოსპიტალიტი TV-ის ფუნქციებით.
- შპს მინიტელსის ოფისში ჩატარდა მაღალი კლასის სასტუმროებისთვის განკუთვნილი IPTV სატელევიზიო სისტემების პრეზენტაცია.
- შპს მინიტელსმა განახორციელა SAMCEN-ის სინქრონული თარგმნის უკაბელო საკონფერენციო სისტემის მონტაჟი თბილისში . . . .
- შპს მინიტელსის მიერ, ფოთის საზღვაო ნავსადგურში განხორციელდა მატარებლების მოძრაობაში ასაწონი სისტემებისათვის I-Line2 საოპერაციო სერვერის და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა. პროგრამა იძლევა პორტში დამონტაჟებული რამდენიმე ასაწონი სისტემის ერთი ქსელში ოპერირების საშუალებას და უზრუნველყოფს მონაცემების შენახვას და გადაცემას როგორც ლოკალურად, ისე ინტერნეტში.
IPG500 საკომუნიკაციო პლატფორმა
KAREL IPG წარმოადგენს მოდულურ, სერვერზე დაფუძნებულ IP საკომუნიკაციო პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის. IPG500 საკომუნიკაციო პლატფორმა პასუხობს სხვადასხვა სახის ინტერფეისების მოთხოვნებს და ახდენს IP ინფრასტრუქტურის ინტეგრირებას ჰიბრიდულ და ტრადიციონალურ TDM ქსელებთან.
მიმღები IP კარიბჭე
სატელიტური მიმღების IP კარიბჭე წარმოადგენს საუკეთესო კლასის კარიბჭის (Gateway) უნივერსალურ პლატფორმას, ციფრული ტელევიზიის მფლობელებისთვის და IPTV ოპერატორებისთვის. მულტიპლექსორის (MUX) ფუნქციით; ASI in/out შეიძლება გამოყენებულ იქნას asi-qam აპლიკაციისთვის; სხვადასხვა სახის რადიოსიხშირეების (RF) მულტიპლექსირების შესაძლებლობა; LCD ეკრანი IP მისამართის შემოწმებისთვის და განგაშის შემთხვევაში გაფრთხილებისთვის რეალურ დროში.
სასტუმროს ტელეფონები
მინიტელსი არის "Karel"-ის და "AEI Communications"-ის წარმომადგენელი საქართველოში და გთავაზობთ თანამედროვე, იშვიათ და მაღალტექნოლოგიურ IP და ანალოგურ სასტუმროს ტელეფონებს, რომლებიც დონის მაჩვენებელია სასტუმროებისთვის და ამავე დროს მოხერხებულია მომხმარებლებისთვისაც. ჩვენს ტელეფონებს გააჩნიათ თანამედროვე დიზაინი. ისინი სრულად აკმაყოფილებენ და ხშირად აღემატებიან კიდეც სასტუმროს მეპატრონეების მოლოდინებს მთელს მსოფლიოში.